მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მოტივაციაა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიღაცებმა ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ მემორანდუმს ხელს

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მოტივაციაა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიღაცებმა ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ მემორანდუმს ხელს

„მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ, იმიტომ  რომ მერე ვიღაცა მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქტივისტები და იქ რაღაცები აკეთეს და ეს არ გინდათ. თქვენი მოტივაციაა, რომ იქ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაცები არიონ, ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ ხელს. ატყუებთ ახლა ხალხს და ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას, სურს საარჩევნო უბნებზე არეულობის და ქაოსის შექმნა და ესაა მიზეზი, რის გამოც ის მემორანდუმს ხელს არ აწერს და მის კანონში ასახვას ითხოვს.

„საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მე ხმას ვაძლევ, ათ მეტრში არის გაჩერება და თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არავინ არ იდგესო და ჩვენ გეუბნებით, რომ ამას კანონში ვერ ჩავწერთ, მაგრამ მემორანდუმი გავაფორმოთ და ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი პარტიული აქტივი არ შევიდეს იქ, ამ რადიუსში. მემორანდუმის კანონში ასახვა კიდევ ცალკე რაღაც ახლი საოცარი მესიჯბოქსია",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​