მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ყველა მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

“დაგვემატა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიაზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 142 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. 4 შემთხვევიდან 4-ვე არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და ყველა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

ჩვენს ცენტრში 1 პაციენტი გამოჯანმრთდელა, ახალი არ მიგვიღია, გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა და მათი მდგომარეობა უცვლელია”, - განაცხადა ეზუგბაია.