ანდრიუს კუბილიუსი: ვირუსზე ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა

ანდრიუს კუბილიუსი: ვირუსზე ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა

„პანდემიის დროს, ვირუსის ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პოლიტიკური ძალა, რადგან მათ მართლაც შეძლეს და მოახერხეს პანდემიის კონტროლი“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„რაც შეეხება COVID19 ის წინააღმდეგ ბრძოლას, ვხედავთ მონაცემებს, რაც პოზიტიურ სურათს ქმნის და მოხარულები ვართ. მე დეტალურად არ ვიცი, რა ზომები მიიღო საქართველოს მთავრობამ და როგორ შეძლეს მათ პანდემიის ასე კარგად გაკონტროლება და რა ფასის გადახდა მოუწია მოსახლეობას, მაგრამ არსებული სიტუაციიდან და მონაცემებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მივულოცოთ საქართველოს ხელისუფლებას ეს მიღწევა, რაც კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინოა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც გაცილებით მძიმე მდგომარეობაა.

პანდემიის დროს ვირუსის ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პოლიტიკური ძალა, რადგან მათ მართლაც შეძლეს და მოახერხეს პანდემიის კონტროლი“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

Aburjga Tasmanieli ასე იცის ოლიგარქიულმა მმართველობამ! )))
3 წლის უკან