გიგა ბოკერია: სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვები ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

გიგა ბოკერია: სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვები ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვების დასმა, თუ კი არის საფრთხე იმის, რომ ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს ვალდებულება და ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ევროპული საქართველო” ყოველთვის თავს იკავებს რამე სპეკულირებისგან, მხოლოდ ლეგიტიმური კითხვები შეიძლება დაისვას. რაც შეეხება ამ არანორმალურ მიდგომას, რომ ვიღაცის, ხელისუფლების პრობლემა იმიტომ არ უნდა იქნას დასმული, რომ ამით არ გადაიფაროს წარსულის პრობლემები, ეს არის სრულიად მავნებლური მიდგომა, რომელიც ქვეყნის წინსვლას არ უზრუნველყოფს. არავითარ შემთხვევაში! აქ არ არის ლაპარაკი რაიმე საქმის რამესთან ტოლობაზე. ყველა მომენტში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში საზოგადოების, ოპოზიციის, სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვების დასმა თუ კი არის საფრთხე იმისი, რომ ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს არის ვალდებულება და ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.