მიხეილ სააკაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ბიძაა, თუ ვიღაც, ვინც არის, ჩვეულებრივად მოისყიდეს, ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს

მიხეილ სააკაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ბიძაა, თუ ვიღაც, ვინც არის, ჩვეულებრივად მოისყიდეს, ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველა არის ჩარეული იმაში, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჩაიფარცხოს.

როგორც მან ახალგაზრდებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა, ადგილი აქვს მოსყიდვას, ხოლო გამოსავალი ნორმალური პროკურორის დანიშვნაში მდგომარეობს.

„ჩვეულებრივად ხდება მტკიცებულებების განადგურება , ის ადგილი დაწვეს... ბიძაა, თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია, ასევე ეს ბანდა, რომელიც მათი ბანდაა. ასეთივე ბანდა ჰყავს ივანიშვილის ძმას, რომელსაც არჩევნებზე იყენებს, გაკრიმინალებული სპორტსმენების ბანდა და ციხიდან გამოშვებული პირები, რომელთა ამოცანაა ყველა დაატერორონ, დააშინონ და ა.შ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება არ მივაქციოთ და მერე ნორმალური პროკურორი დაინიშნოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

Aburjga Tasmanieli მიშა ყველაზე საკუთარი შინაგანი წყობის მიხედვით რატომ მსჯელობ?! ბიძა არის ვიღაცა და შენ ხარ ჭირისუფალი??!! აბა ამხელა უკრაინელ ჩინოვნიკს ასეთი სისულელე გეკადრება?!
3 წლის უკან