„მაინც მთელი ინფორმაცია

„მაინც მთელი ინფორმაცია "მთავარზე" და "პირველზე" ხვდება და იქნებ რეალიტი ონლაინ შოუ "პროკურატურა" გაგეკეთებინათ“

პოლიტოლოგო სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მაინც მთელი ინფორმაცია "მთავარზე" და "პირველზე" ხვდება და იქნებ რეალიტი ონლაინ შოუ "პროკურატურა" გაგეკეთებინათ.

ამით კიდევ უფრო გავაკვირვებდით ევროპას არნახული დემოკრატიით და ხალხიც გაერთობოდა.

ადვოკატებსაც აღარ დაჭირდებოდათ გაუთქმელობის ვალდებულების დარღვევა და არც თხუნელების ძებნაზე დაიკარგებოდა დრო და ენერგია.( არავინ ეძებს, მაგრამ მაინც).

ამ ინფორმაციული კუ-ბაღლინჯოების მიმართ მუდმივი თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ატარებს წინასწარგანზრახული მაზოხისტური სიამოვნების მიღების აშკარა მოტივაციას.

ფსიქიატრიული ჩარევაა საჭირო, რომ ეს სადო-მაზოხიზმი დამთავრდეს, მაგრამ ავლიპი აღარ გვყავს, სამწუხაროდ.“