„ცოტნეს მკურნალობის პროცესი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით განხორციელდა“

„ცოტნეს მკურნალობის პროცესი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით განხორციელდა“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობაში დახმარებისთვის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას მადობას უხდის.

„ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე, ეს ეტაპიც, განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“, - აღნიშნავს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.