მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე: ამორალურობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საქმეს

მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე: ამორალურობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საქმეს

მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ინტერესია ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და მათ სხვა ინტერესი არ გააჩნიათ, მეორე მხარეს წმინდა პოლიტიკურ მიზანებს ვხედავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი შაქარშვილის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამორალურია ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის ამბის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

"განსაკუთრებით ამორალურია, როდესაც ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავზე გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროს პარალელურად აწარმოებ გამოძიებას, თან ამბებს იგონებ და ეს ამბები შემდეგ არ დასტურდება. ამორალურობა განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ საქმეს. მათ წარმოიდგინეს, რომ ეს ტრაგედია არის მაშველი რგოლი მათთვის უკიდურესად დაბალი რეიტინგების ფონზე და მაშველ რგოლად იყენებენ აპოლიტიკურ საქმეს, მაშინ, როდესაც ეს სისხლის სამართლებრივი საქმეა და დეტალები დასადგენია. როდესაც მათი პოლიტიკური ლიდერები და არა ტელევიზიის ხელმძღვანელები ცხადდებიან სასამართლოში და ამბობენ, რომ მათი ვარაუდი იყო გაჟღერებული ინფორმაცია, ეს ნიშნავს რომ ან იტყუებიან და არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ან თეორიულად რომ დავუშვათ, არ იტყუებიან და არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რადგან არ აქვთ მიზანი საქმის ბოლომდე გაიხსნისა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.