კობა კობალაძე შვილზე: გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა, 20 წლის ადამიანია

კობა კობალაძე შვილზე: გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა, 20 წლის ადამიანია

მესმის ახალგაზრდების სისხლის ჩქეფაც, შემართებაც, ჩხუბიც მესმის, მაგრამ სისასტიკეს ვერ ვიგებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, კობა კობალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი მის შვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გააკეთა.

„მოლოდინი მაქვს, რომ კვლავ გაგრძელდება ისეთი მოქმედებები, რომელსაც შეჩვეულია ჩვენი ოჯახი - ბრალდებების კორიანტელი. ეს ყველაფერი საკმაოდ აქტუალური ხდება არჩევნების წინ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, წარმოიშვა საკითხი, წარმოიშვა პრობლემა. რა თქმა უნდა, განვიცდი და რეალურად არა ვარ კმაყოფილი კი არა, ვარ საკმაოდ აღელვებული. ახალგაზრდების ეს სისასტიკე, ეს ურთიერთგარჩევები, მესმის ახალგაზრდების სისხლის ჩქეფაც, შემართებაც, ჩხუბიც მესმის, მაგრამ სისასტიკეს ვერ ვიგებ და ვერ გავიგებ ვერასდროს, როდესაც ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, წარმოიშვა ჩემი ოჯახის წევრზე, ჩემს ვაჟიშვილზე. დამიჯერეთ, მისი ბრალი არ არის ის, რომ კობა კობალაძის შვილია, არც მისი, არც მისი ძმების და მისი დის, მაგრამ ასეთი ამოცანა და გამოწვევა მისცა მათ ცხოვრებამ, რომ იყვნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, იცხოვრონ ამ უპასუხიმგებლო ისტერიაში და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა ის, რომ სასპეკულაციო და პოლიტიკური თემა, რომ არ ყოფილიყო, მისულიყო, გამოცხადებულიყო. გათავისებური აქვს პასუხიმგებლობა, არის 20 წლის ადამიანი. ჩვენ ვსარგებლობთ კვალიფიციური იურისტის მომსახურებით და ვნახოთ, რა, როგორ იქნება”, - განაცხადა კობა კობალაძემ.

სამართალდამცველებმა ექვსი პირი, მათ შორის კობა კობალაძის ვაჟი, დავით კობალაძე, 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

11 ივლისს შსს-მ თბილისში 24 ივნისს მომხდარ ფაქტზე განცხადება გაავრცელა.. შსს-ს ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული დავით კობალაძე პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა.