უილ სმიტის მეუღლემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ქმარს უღალატა

უილ სმიტის მეუღლემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ქმარს უღალატა

მსახიობმა ჯადა პინკეტ სმიტმა აღიარა, რომ უილ სმიტს უღალატა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მსახიობმა თავის Fაცებოოკ-გადაცემაში ღედ თაბლე თალკ ისაუბრა, მასთან ერთად ეთერში უილ სმიტი იჯდა. ქმართან საუბრისას, დაადასტურა, რომ მომღერალ ავგუსტ ალსინთან ჰქონდა, მაშინ როცა მეუღლეებმა ურთიერთობაში პაუზა აიღეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესვენება აგვეღო და გადავწყვიტეთ, რომ გაგვერკვია თუ რა გვაბედნიერებდა“, - აღნიშნა სმიტმა. სწორედ ამ დროს ჯადას ალსინი მისმა შვილმა გააცნო და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო.

პირველმა ამის შესახებ თვითონ ალსინამ განაცხადა. მან ასევე განმარტა, რომ უილ სმიტმა მას ჯადასთან რომანის ნებართვა მისცა. მაშინ ჯადამ ეს ინფორმაცია უარყო.

უილი და ჯადა 1997 წელს დაქორწინდნენ. მათ 2 შვილი ჰყავს.