დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდება

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდება

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინმა თავის შეყვარებულს, მსახიობ ნიკოლა პელტცს ხელი სთხოვა. ამის შესახებ The Sun-ი იტყობინება.

როგორც თავად ბრუკლინმა Instagram-ზე დაწერა, პელტცი მის წინადადებას დათანხმდა. 21 წლის ბრუკლინი და 25 წლის ნიკოლა ერთმანეთს 7 თვე ხვდებიან. ბექჰემის ცნობილი მშობლები მის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ.

ნიკოლა პელტცმა რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში, მათ შორის „ტრანსფორმერების“ ორ ნაწილში ითამაშა. მისი მამა, ნელსონ პელტცი კი კომპანია Trian Fund Management-ის დამფუძნებელი და მმართველია. მისი ქონება 1, 72 მილიარდ დოლარად ფასდება.