ელვის პრესლის შვილიშვილმა თავი მოიკლა

ელვის პრესლის შვილიშვილმა თავი მოიკლა

ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, ელვის პრესლის შვილიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ TMZ-ი წერს.

27 წლის ბენჯამინ კიოს ცხედარი კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში მის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. პოლიციამ სუიციდის ვერსია უკვე დაადასტურა. ბენჯამინი ელვის პრესლის ქალიშვილის, ლიზა პრესლის ვაჟი იყო. ის მუსიკით იყო გატაცებული და თავის ბაბუას გარეგნულად ძალიან ჰგავდა.