ბოლო მონაცემებით, პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ხმათა 51%-ზე მეტი მოიპოვა

ბოლო მონაცემებით, პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ხმათა 51%-ზე მეტი მოიპოვა

პოლონეთის საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმათა 99% დათვალა და როგორც ცოტა ხნის წინ კომისიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ხმათა ნახევარზე მეტი მოიპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომისიაში აცხადებენ, რომ დუდას ხმა 51.2%-მა მისცა. რამდენიმე უბანს შედეგები ჯერ არ წარუდგენია, თუმცა, შედეგის მკვეთრ ცვლილებას არ ელიან.

პოლონეთის საარჩევნო კომისია არ აკონკრეტებს, როდის გამოცხადდება არჩევნების საბოლოო შედეგი.

28 ივნისს არჩევნების პირველი ტურში პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, მიიღო ამომრჩეველთა ხმების 43,5%, მისმა კონკურენტმა - ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ, 30,46%, რის გამოც, მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.