მეუფე გერასიმე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებისას მნიშვნელოვანია სამართლიანობა

მეუფე გერასიმე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: გამოძიებისას მნიშვნელოვანია სამართლიანობა

გამოძიებისას მნიშვნელოვანია სამართლიანობა - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჰკითხეს.

„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ვლოცულობ გიორგის სულის საოხად, რათა უფალმა ღმერთმა გაანათოს მისი სული, იქ სადაც მართალნი განისვენებენ", - თქვა მეუფე გერასიმემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება, რათა ოჯახმა და საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, მეუფემ მოკლედ უპასუხა - გამოძიებისას მნიშვნელოვანია სამართლიანობა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.