გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში

გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში

ახალი ბუნდოვანი დეტალი შაქარაშვილის საქმეში - შსს-ს ოქმის მიხედვის ირკვევა, რომ ფეხბურთელის საქმის "ოქროს მოწმე", ბრეგვაძე 112-ში განხორციელებული ზარის წინ საკუთარი ტელეფონის ნომრიდან რეკავს უცხო ნომერთან.

პროკურატურის ოქმში წერია, რომ ნომერი ბაზაში არ იძებნება. დაკავებულების ადვოკატები, მისი სატელეფონო ზარის ადრესატის ვინაობის დადგენას მოითხოვენ.

"კითხვები მაქვს და მე კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს საქმე აი ამ დონემდე მიიყვანა თავად პროკურატურამ და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათი შეცდომებიდან გამომდინარე , ეხლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ოღონდ ბრალდებულებს დაბრალდეს და მათ არ დაბრალდეთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან ისეთი პირი უჩანს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს არის ფალსიფიცირებული აღნიშნული მტკიცებულება, არ არის წყარო მითითებული. 112-ის შემდეგ საიდან არის ზარი განხორციელებული. ეს ნომერი დაცვის მხარეს არ აქვს მოპოვებული. ასევე ის პირი, ვინც საუბრობს, ხო უნდა მინიმუმ, გამოკითხულიყო მაინც, ვის ესაუბრება, ვინ არის? იქნებ მე მესაუბრა. ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის ის პირი, ვისაც ბრეგვაძე ესაუბრა", - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე .