აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებას ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აპროტესტებს

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებას ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აპროტესტებს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს.

"აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს, გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ"- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წერილში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკვე გაეგზავნა.