რესპუბლიკელმა სენატორმა წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის აქტი“ - კანონი წარსულში უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედ პირებს დარეგისტრირებას დაავალდებულებს

რესპუბლიკელმა სენატორმა წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის აქტი“ - კანონი წარსულში უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედ პირებს დარეგისტრირებას დაავალდებულებს

რესპუბლიკელმა სენატორმა ბენ კლაინმა წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა სახელწოდებით „უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის აქტი“, რომელიც წარსულში უცხო ქვეყნების ინტერესებში მოქმედ პირებს დარეგისტრირებას დაავალდებულებს.

ამის საწინდარი კი კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მოსამართლის განაჩენი გახდა, რომელმაც დაადგინა, რომ შეუძლებელია უცხოელი აგენტის პასუხისმგებლობაში მიცემა იმის გამო რომ ის FARA-ში არ დარეგისტრირდა, რადგან სარჩელის შეტანის დროს მან ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ მუშაობა შეწყვიტა. ბევრი ამერიკელი კანონმდებლისთვის ეს შემაშფოთებელი პრეცედენტი გახდა, რადგან გამოდის, რომ დაურეგისტრირებელ აგენტს შეუძლია უბრალოდ დაასრულოს თავისი საქმიანობა, თავი აარიდოს რეგისტრაციას და ამის გამო არ დაისაჯოს.

„კონგრესმა მტკიცე ზომები უნდა მიიღოს, იმისთვის, რომ FARA-ს მისი თავდაპირველი და უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა დაუბრუნოს, განსაკუთრებით ამ განჩინების შემდეგ, რომელმაც კანონი დაასუსტა“, - განუცხადა კლაინმა გამოცემა Breitbart News-ს.

კანონპროექტის თანასპონსორები არიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.

ლაზი ესენი საკუთარ ქვეყანაში ცეცხლით და მახვილით დასდევენ უცხო ქვეყნების აგენტებს, საქართველოში კი, თურმე ამათმა აგენტებმა უნდა უგულაონ, მთავრობაც უნდა დაამხონ, მაგრამ თუ ვინმე მიხვდა მათ აგენტობას და მუხანათობას, ქვეყანაში კანონიც კი არ უნდა არსებობდეს, მათთვის პასუხის მოთხოვნა რომ ვერავინ გაბედოს.
ესენი მხოლოდ საკუთარი აგენტების მეგობრები არიან.
საქართველოს მტრობის აქტს კი აბრევიატურა "MEGOBARI" შეუკოწიწეს დასახელებად, ამათ აგენტებს რომ სალაპარაკო ჰქნოდეთ, ამერიკა ჩვენი მეგობრობით ისეა სულით ხორცამდე გამსჭვალული, სპეციალურ მეგობრობის აქტსაც კი იღებსო. აქ კი 1 200 0000 (ამომრჩეველთა 54%) ისეთ მთავრობას მთავრობას უჭერს მხარს, რომელმაც ამ "MEGOBARI" აქტის სიკეთის ფასი არ იცისო. ეგენი, მთავრობასთან ერთად, სანქციბით დახრჩობას იმსახურებენ, ჩვენ კი ამერიკის დავალებების თვადახუჭული შემსრულებლები ვიყავით და ვიქნებით, ამიტომ ხელისუფლება უნდა გადმოგვაბაროთ, ისევ რომ გახდეს საქართველო ძველებურად "დემოკრატიის შუქურა"-ო.
10 საათის უკან