„მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვიღაცას ხელს აფარებდეს“- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.
მეუფე იაკობმა ზოგიერთი მედია საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არაფერი „ჩაიფარცხება” და გამოძიება თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.
„სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი არ ჩაიფარცხება. თუ გამოძიებაა, ზერელედ არ უნდა გამოიძიო. მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიღაცას ხელს აფარებდეს. ახლა
რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა.
ჩემი გულის ტკივილი მინდა გამოვხატო, ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილს მთელ საქართველოს, არა მარტო ოჯახს. მინდა ჩემს ერში ასეთი რაღაცები აღმოიფხვრას. ვინც ჩაიდინა „ვაჟკაცობა“, უნდა გამოვიდეს. რამდენს დაიჭერენ? ვთქვათ , 6-მა კაცმა იჩხუბა ან - 8-მ, 10-მა, 17-მა კაცმა... ყველა ხომ ვერ მოკლავდა?!“ - განაცხადა მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტრეში წირვის დასრულების შემდეგ, სადაც პეტრე- პავლობა აღნიშნეს.