ამერიკის საელჩო: კელი დეგნანმა მოინახულა იფარი და უშგული, სადაც მოუთმენლად ელიან ადგილობრივ ტურისტებს

ამერიკის საელჩო: კელი დეგნანმა მოინახულა იფარი და უშგული, სადაც მოუთმენლად ელიან ადგილობრივ ტურისტებს

„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს“, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„დღეს მათ მოინახულეს იფარი და უშგული, სადაც საქართველოს ტურიზმის სექტორი მზადაა საქმიანობისთვის და მოუთმენლად ელიან ადგილობრივ ტურისტებს.

წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების მონახულებისას ელჩმა შეიტყო სვანი ხალხის მტკიცე რწმენის შესახებ და მათთვის მრავალი სირთულის გადალახვისას ამ რწმენის მნიშვნელობაზე.

მან ასევე გაიგო, როგორ გადაარჩინეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საქართველოს კულტურული საგანძურები არაერთი დამპყრობლისაგან. ელჩი დეგნანი განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრით, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ბიზნესის განვითარებაში ეხმარება“, - წერია საელჩოს ტექსტში.

ელჩმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ქალ ბიზნეს ლიდერებთან ერთად იმოგზაურა.