მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა საქართველოს მოქმედ ტაძრებში 10:00 საათზე დაიწყო.

სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქის თანამოსაყდრე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს, პეტრესა და პავლეს, მათი ღვაწლის გამო, განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.