მედია: პრინცესა დიანამ ორსულობის დროს თავის მოკვლა სცადა

მედია: პრინცესა დიანამ ორსულობის დროს თავის მოკვლა სცადა

პრინცესა დიანამ თავის მოკვლა სცადა, როდესაც პრინც უილიამზე იყო ორსულად, თუმცა დროული ჩარევის შედეგად ტრაგედიის თავიდან აცილება მოხერხდა. ამის შესახებ ავსტრალიური გამოცემა New Idea წერს.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ დიანას საიდუმლო დღიურშია ნათქვამი, რომელიც New Idea-ს რედაქციამ მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, დღიურში ჩანაწერების გაკეთება პრინცესა დიანას ფსიქოთერაპევტმა დეპრესიის დასაძლევად ურჩია, ვინაიდან დიანას ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე.

„ისეთი დათრგუნული ვიყავი, რომ ყველაფრის გაკეთება შემეძლო. საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება ვცადე“, - წერდა დღიურში პრინცესა დიანა.

პრინცი უილიამი 1982 წელს დაიბადა, პრინცესა დიანა კი 1997 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.