ხაბაროვსკში გუბერნატორის დაპატიმრებას აპროტესტებენ

ხაბაროვსკში გუბერნატორის დაპატიმრებას აპროტესტებენ

ხაბაროვსკში გუბერნატორ სერგეი ფუგალის დაკავებას აპროტესტებენ. ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრთან შეკრებილმა მომიტინგეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს, - ამის შესახებ BBC წერს.

ისმოდა პუტინის გადადგომის მოწოდებებიც. სერგეი ფუგალი 2 დღის წინ დააპატიმრეს. მას ბრალად 15 წლის წინ ბიზნესმენებზე მკვლელობის ორგანიზება დასდეს. ბრალდებას დაკავებული არ აღიარებს.

ხაბაროვსკის გუბერნატორად ფუგალი 2018 წელს აირჩიეს. რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი დაამარცხა.