ტრამპი ნატოდან აშშ-ის გაყვანას არ აპირებს

ტრამპი ნატოდან აშშ-ის გაყვანას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დატოვებას არ აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Business World ავრცელებს.

განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა გააკეთა. მისივე თქმით, აშშ-ი ნატოში დარჩება, თუმცა ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა აღებული ვალდებულება უნდა შეასრულონ და თავდაცვის ხარჯები გაზარდონ. დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თავდაცვის ხარჯები საჭირო ნიშნულამდე მხოლოდ ნატოს წევრმა 8 სახელმწიფომ გაზარდა.

განსაკუთრებული კრიტიკით თეთრი სახლის ლიდერი გერმანიის მიმართ გამოირჩევა.