ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად ვამბობ, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები არ გადაიხედება

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად ვამბობ, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები არ გადაიხედება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ვერ აისახება.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამას ექნება რამე სერიოზული განვითარება მოყვება და ეს დოკუმენტი ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებზე აისახება. აშშ არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს ურთიერთობები არ გადაიხედება“, - განაცხადა ოხანაშვილმა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.