პრინცები უილიამი და ჰარი პრინცესა დიანას მემორიალური ფონდის შემოსავლების გაყოფაზე შეთანხმდნენ

პრინცები უილიამი და ჰარი პრინცესა დიანას მემორიალური ფონდის შემოსავლების გაყოფაზე შეთანხმდნენ

კემბრიჯის და სასექსის ჰერცოგები მათი დედის მემორიალური ფონდის შემოსავლების გაყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის შეთანხმება პრინცების საქველმოქმედო ფონდებს შორის გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, კემბრიჯის ჰერცოგის ფონდი პრინცესა დიანას ფონდის შემოსავლის ნახევარს სასექსის ჰერცოგის ფონდში გადარიცხვას.

შეთანხმება ჰარის და მეგან მარკლის სამეფო ოჯახიდან წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე გაფორმდა. მას შემდეგ მათმა საქველმოქმედო ფონდმა მუშაობა შეწყვიტა. ამიტომ, პრინცესა დიანას მემორიალური ფონდისგან მიღებული თანხები სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაერიცხება, რომელსაც ჰარი აირჩევს.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.