ამერიკელმა მსახიობმა ჰოლი ბერიმ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ფილმში ტრანსგენდერის განასახიერება სურდა, და როლზე უარი თქვა. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.
მანამდე მსახიობმა აღნიშნა, რომ მას ტრანსგენდერი კაცის როლი შესთავაზეს, რასაც ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოყვა. კრიტიკოსები მსახიობს თემის უფრო კარგად შესწავლად და ტრანსგენდერების შესახებ დოკუმენტური ფილმების ნახვას სთავაზობდნენ. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ტრანსგენდერის როლის შესასრულებად ტრანსგენდერი მსახიობის მოწვევაა შესაძლებელი.
„ახლა ვხვდები, რომ ამ როლზე უარი უნდა მეთქვა. ტრანსგენდერებს საკუთარი ისტორიების მოყოლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ჰოლი ბერიმ.