8 გზის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, უსეინ ბოლტმა ქალიშვილს უცნაური სახელი, ოლიმპია ელვა ბოლტი დაარქვა, მან ბავშვის ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა.
უსეინსა და მის შეყვარებულს, კასი ბენეტს გოგონა მაისში გაუჩნდათ, სულ ცოტა ხნის წინ კი ბოლტმა შვილის სახელი სახალხოდ სოციალური ქსელის მეშვეობით გააჟღერა, გოგონას სახელი ინგლისურად Olympia Lightning Bolt-ია.
„მინდა, ჩემს შეყვარებულ კასი ბენეტს ბედნიერი დაბადების დღე ვუსურვო. მე შენს გამორჩეულ დღეს შენთან ერთად გავატარებ. მე თქვენთვის სიხარულის გარდა არაფერი მინდა და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ შენს სახეზე ღიმილი სულ დავინახო. ჩვენ დავიწყეთ ახალი თავი ჩვენს ქალიშვილთან, ოლიმპია ელვა ბოლტთან ერთად“, - აღნიშნა უსეინ ბოლტმა.