პოლიციამ სეულის გაუჩინარებული მერი გარდაცვლილი იპოვა

პოლიციამ სეულის გაუჩინარებული მერი გარდაცვლილი იპოვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის მერი, რომელიც დღეს გაუჩინარდა, პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap News-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, იგი სეულის ერთ-ერთ პარკში იპოვეს. საქმის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერის შვილმა პოლიციას მიმართა მამამისის გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

სეულის მერის შვილმა პოლიციას შეატყობინა, რომ „მერი სახლიდან 4-5 საათის წინ გავიდა და ანდერძის მსგავსი წერილი დატოვა“. აღსანიშნავია, რომ მერის ტელეფონი გათიშული იყო. დღის განმავლობაში სეულში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.