დოდო და ზანგები

დოდო და ზანგები

ერთხელ რუსეთში ყოფნისას თავისი ძალის დემონსტრირება მოუწია ცნობილ ქართველ მსახიობს დოდო აბაშიძეს.

დოდო აბაშიძე საკუთარი ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული გახლდათ და იშვიათად მოიძებნებოდა ადამიანი ვისაც ისე ლამაზად შეეძლო ჩხუბი, როგორც ბატონ დოდოს.

“ციმბირელი პაპას” გადაღებები ქალაქ კალინინში მიმდინარეობდა. ერთ საღამოს გურამ ფირცხალავა და დოდო აბაშიძე ადგილობრივ რესტორანში შევიდნენ. მათ გვერდით ზანგები ისხდნენ. ორმეტრიანი ხალხი იყო, დაკუნთულები, ჩაფსკვნილები. ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ და რუს ოფიციანტ გოგონებსაც აბუჩად იგდებდნენ.

ერთმა ზანგმა ხელი წაატანა გოგოს. დოდო აბაშიძე ფეხზე წამოდგა, მოუქნია შავკანიანს ხელი და მთასავით კაცი ადგილიდან მოწყდა, ჰაერში აფრინდა, დახლს დაენარცხა, მერე ბოლომდე გაცურდა და იქით გადავარდა.

არ ვიცით, მოვლენები მოგვიანებით როგორ განვითარდა, ქართველმა მსახიობმა კი რაინდობისა და ვაჟკაცობის ჭეშმარიტი მაგალითი მოგვცა.