დონალდ ტრამპი: რადიკალმა მემარცხენეებმა ჯო ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს - აზრზე არ არის, რას აკეთებს

დონალდ ტრამპი: რადიკალმა მემარცხენეებმა ჯო ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს - აზრზე არ არის, რას აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალმა მემარცხენეებმა ჯო ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს. „ჯო ბაიდენს რადიკალი მემარცხენეები აკონტროლებენ. იგი აზრზე არ არის, რას აკეთებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ვერასდროს შეძლებს რადიკალ მემარცხენეებს წინააღმდეგობა გაუწიოს, თუნდაც მათ არ ეთანხმებოდეს.

„ვფიქრობ, მას ტვინი გამოურეცხეს. არც კი იცის, სად არის, რას აკეთებს. ჩვენი ქვეყანა დაზარალდება. ჩვენი საფონდო ბირჟები ჩამოიშლება. ცუდი რამ მოხდება. პოლიციას დაფინანსებას შეუწყვეტენ. პოლიციას გააუქმებენ. შესაძლოა, ვენესუელის მსგავს ჯოჯოხეთად იქცეს ყველაფერი“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.