„გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს ყოველდღე სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება,“ – ამის შესახებ შაქარაშვილის ბიძამ „აჭარის“ ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან. ყოველდღე სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ძალიან გვიმძიმს ეს ყველაფერი. ამას ემატება ისიც, რომ ყოველდღე ტელევიზორში უყურებენ ვიღაცის უნიჭო ფანტაზიის შედევრებს. ეს ყველაფერი მოქმედებს მათზე და ამძიმებს მდგომარეობას,“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძე.