თამთა მეგრელიშვილი:  ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესმა კანონში სანქციების დაწესების შესახებ შესწორებები შეიტანა, სიცრუეა

თამთა მეგრელიშვილი:  ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესმა კანონში სანქციების დაწესების შესახებ შესწორებები შეიტანა, სიცრუეა

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში კიდევ რამდენიმე შენიშვნა უნდა შევიდეს ეხმიანება.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესმა კანონში სანქციების დაწესების შესახებ შესწორებები შეიტანა, სიცრუეა

,,მაშინ, როცა ამერისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა,არსებობს ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, ორპარტიული მხარდამჭერი აქტი და ა.შ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტი, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული, არ არის არც კონგრესის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია. შესაბამისად არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა რაიმე სერიოზულ დოკუმენტად იქცევა. ფეიკ - მანიით დაავადებულებო, მესმის, რომ არჩევნებში გამარჯვების იმედზე სარკის წინ საკუთარ თავსაც ვეღარ უტყდებით მაგრამ ნერვების დასამშვიდებლად მწვანე ჩაისთან ერთად იქნებ საარჩევნოდ ფეიკ საარჩევნო პროგრამების შედგენაზე გადაერთოთ. "ფეიკ მეიქერობაზე" საავტორო უფლებები ბოლომდე თქვენია”,- წერს თათა მეგრელიშვილი.

amo მერია აუუ! დიდ დიღომში ტარიელის ქუჩაზე (კალათბურთელი მარკოიშვილებიც იქ ცხოვრობენ, ნეტა რას ფიქრობენ) იმხელა, იმხელა ორმოებია, შემხვედრი მანქანა არ ჩანს ხოლმე. ესაა სირცხვილი, თავის მოჭრა. მ ო გ ვ ხ ე დ ე თ ! გ ვ ი შ ვ ე ლ ე ე თ !
P.S. ფეიკნიუსი არ გეგონოთ, ასეა ასე.
4 წლის უკან