"თქვენი ლობიზმში დახარჯული მილიონები და ვერაგული გეგმები  ვერ შეცვლის ორი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკისა და საქართველოს  ურთიერთობებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს არ ყოფილა"

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ტყუილებითა და სიბინძურით გაჯერებული მავნებელი ნაცოპოზიცია სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს წაფორხიალებას: ხან კორონავირუსს ევედრებოდა რამენაირად მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, ხან ექიმებს ლანძღავდა, ხან შიმშილობას და ეკონომიკურ კოლაფსს აანონსებდა. ახლა კი არიქა სანქციების დაწესებით ემუქრება არა მარტო ხელისუფლებას , არამედ ხალხსა და სრულიად საქართველოს. არ გაგივათ მავნებლებო, ჯერ ერთი რომ წარმოდგენა არ გაქვთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და მეორეც ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან იმის შესახებ თუ რეალურად რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში. ვერც თქვენი ლობიზმში დახარჯული მილიონები და ვერც თქვენი ვერაგული გეგმები ვერანაირად ვერ შეცვლის ორი სტრატეგიული პარტნიურის-ამერიკისა და საქართველოს მართლაც უმნიშვნელოვანეს ურთიერთობებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს არ ყოფილა!"