თორნიკე შენგელია: საქართველოს სულის მატარებელი ვარ ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც

თორნიკე შენგელია: საქართველოს სულის მატარებელი ვარ ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც

„მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო" - ამის შესახებ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია „რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს.

„კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში თუ იქნება დაინტერესება. იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე.

მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ს კალათბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კონტრაქტის დეტალები კონფიდენციალურია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ შენგელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა შეხვედრაში შეეძლება მონაწილეობა.