რინგო სტარი 80 წლის გახდა

რინგო სტარი 80 წლის გახდა

The Beatles-ის დრამერი, რინგო სტარი 80 წლის იუბილეს ონლაინ-კონცერტით აღნიშნავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკვე 12 წელია მუსიკოსი დაბადების დღეს ჰოლივუდში, Hard Rock Cafe-ში აღნიშნავს. წვეულებას 100 სტუმარი ესწრება. თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო მას გეგმების შეცვლა მოუწია.

ის Yოუთუბე-ზე გამართავს კონცერტს სახელწოდებით Ringos Big Birthday Show, რომელშიც მონაწილეობას პოლ მაკკარტნი, შერილ კროუ, ჯო უოლში და სხვები მიიღებენ. ასაკის მიუხედავად სტარი შემოქმედებით გეგმებზე უარის თქმას არ აპირებს. პანდემიის დასრულების შემდეგ ის ტურში გამგზავრებას გეგმავს.

რინგო სტარი 1940 წლის 7 ივლისს, ლივერპულში დაიბადა. 1962 წელს ის Beatles-ის წევრი გახდა.