დიდი ბრიტანეთის პოლიცია პეპ გვარდიოლას ორეულს ეძებს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია პეპ გვარდიოლას ორეულს ეძებს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია პეპ გვარდიოლას ორეულს ეძებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

ეს ადამიანი, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს გარეგნულად ძალიან ჰგავს კრიმინალია და ჩრდილოეთ ინგლისში უკვე რამდენიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.

ლანკანშირის პოლიციამ „ტვიტერის“ გვერდზე მისი ფოტო უკვე გამოაქვეყნა და გვარდიოლას ორეულზე ძებნა გამოცხადდა.

ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ ამ თემასთან დაკავშირებით იხუმრა და დაწერა, რომ ინგლისის ჩემპიონის ტიტულის დაკარგვის შემდეგ გვარდიოლა შეიცვალა და კრიმინალური საქმიანობა დაიწყო.