რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 562 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 700 792 შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 173 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 10 667-მდე გაზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.