აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 195 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. აშშ-ში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 2 996 098 შემთხვევა დადასტურდა, 131 480 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.