ნიუ-იორკში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ჰოთ დოგების სწრაფი ჭამის ტრადიციულ კონკურსის გამარჯვებულებმა მსოფლიო რეკორდები დაამყარეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯოი ჩესტნატმა, რომელმაც კაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, 10 წუთში 75 ჰოთ დოგი შეჭამა, რითაც თავისი წინა რეკორდი (71) გააუმჯობესა. სულ მან ამ კონკურსში ხუთჯერ გაიმარჯვა.
რაც შეეხება ქალების შეჯიბრს, აქ ზედიზედ მეშვიდედ ნევადელმა მიკი სუდომ გაიმარჯვა, რომელმაც 10 წუთში 48 ჰოთ-დოგი შეჭამა და წინა რეკორდი სამით გააუმჯობესა.
ტურნირის გამარჯვებულებმა 10 ათასი დოლარი და საპატიო ქამრები მიიღეს.