კრიშტიანუ რონალდოს ორეულს პორნოფილმში გადაღება შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
საუბარია 23 წლის პაულო რობერტოზე, რომელიც „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავს გარეგნულად ძალიან ჰგავს და მან სახელი ძირითადად სხვადასხვა ჟურნალებისთვის გადაღებული ნახევრადშიშველი ფოტოებით გაითქვა.
ფილმში რობერტოს სწორედ რონალდო უნდა განესახიერებინა, თუმცა ორგანიზატორებმა მისგან კატეგორიული უარი მიიღეს.