ესპანელ პოლიტიკოსს ონლაინ-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და შხაპი პირდაპირ ეთერში მიიღო

ესპანელ პოლიტიკოსს ონლაინ-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და შხაპი პირდაპირ ეთერში მიიღო

ესპანეთში, ქალაქ ტორელავეგაში „მუშათა სოციალისტური პარტიის“ გენერალურმა მდივანმა ბერნარდო ბუსტილიომ ონლაინ-თათბირის დროს შხაპის მიღება გადაწყვიტა და კამერის წინ სრულიად შიშველმა გაიარა. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კონფერენცია დილის 8 საათზე დაიწყო და 5 საათს გაგრძელდა. იმ დღეს ბუსტილიოს შვილი გაკვეთილზე უნდა წაეყვანა, თვითონ კი მეორე სამსახურში უნდა წასულიყო (ის ცურვის ინსტრუქტორად მუშაობს). პოლიტიკოსი მიხვდა, რომ თათბირის შემდეგ შხაპის მიღებას ვერ მოასწრებდა, ამიტომ ორი საქმის ერთდროულად გაკეთება გადაწყვიტა.

მან ლეპტოპი აბაზანაში შეეტანა, რათა გაეგო რაზე საუბრობდნენ მისი კოლეგები. მას ეგონა, რომ კამერა გამორთო. შედეგად კონფერენციაში მონაწილე პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა დაინახეს როგორ გაშიშვლდა ბუსტილიო და როგორ იბანავა მან.

რგოლი სწრაფად გავრცელდა Twitter-ზე და ბუსტილიოს თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა, რათა პარტიის რეპუტაცია არ დააზიანოს.