ენტონი ფაუჩი: ახალგაზრდებმა არ უნდა იფიქრონ, რომ სერიოზული შედეგების დადგომისგან დაცულნი არიან

ენტონი ფაუჩი: ახალგაზრდებმა არ უნდა იფიქრონ, რომ სერიოზული შედეგების დადგომისგან დაცულნი არიან

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მდგომარეობა კარგი არ არის.

ენტონი ფაუჩის განმარტებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ზოგიერთ შტატში ეკონომიკის ძალიან აგრესიულ გახსნას უკავშირდება.

„გარემოებებმა, რომელიც ზოგიერთ ქალაქსა და შტატში გახსნის პროცესს უკავშირდება, გამოიწვიეს სიტუაცია, როდესაც ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა გვაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

ენტონი ფაუჩიმ ასევე მიმართა ახალგაზრდებს და მათ ურჩია, არ იფიქრონ, რომ დაუმარცხებელნი არიან.

„ახალგაზრდებმა არ უნდა იფიქრონ, რომ სერიოზული შედეგებისგან დაცულნი არიან. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ ამ დაავადების შესახებ, მით უფრო მეტს ვიგებთ, რომ შესაძლოა, ბევრი ახალგაზრდა არ დაავადდეს ისე, რომ ჰოსპიტალიზება დასჭირდეს, თუმცა შეიძლება ძალიან ავად გახდნენ“, - დასძინა ენტონი ფაუჩიმ.