ავარიის შემდეგ მანქანისგან არაფერი აღარ დარჩა - გარდაცვლილების ამოსაყვანად სპეცტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო

ავარიის შემდეგ მანქანისგან არაფერი აღარ დარჩა - გარდაცვლილების ამოსაყვანად სპეცტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო

ბიჭვინთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი Toyota Crown-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, შედეგად, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მისულ მაშველებს დაშავებული მგზავრების ამოსაყვანად, სპეცტექნიკის გამოყენება და საბარგულის გაჭრა მოუხდათ.