„შეხედეთ ახალგაზრდა ქართველ ჟურნალისტებს, ისინი გამოცდილ ინფორმაციულ კუ-ბაღლინჯოებზე,-გვარამიაზე, მელაძეზე, გაბუნიაზე და მათნაირებზე იღებენ სწორებას”

„შეხედეთ ახალგაზრდა ქართველ ჟურნალისტებს, ისინი გამოცდილ ინფორმაციულ კუ-ბაღლინჯოებზე,-გვარამიაზე, მელაძეზე, გაბუნიაზე და მათნაირებზე იღებენ სწორებას”

პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ახლო მეგობარი მყავს ერთი, მეწარმეა, აი ისეთი, ყველაფერი რომ ეხერხება და უსაქმოდ ვერ ისვენებს.

ნაცებთან "დალაგებული" ჰქონდა, მოძრაობდა, დაიჭირეს, გაპარსეს, ყველაფერი წაართვეს.

რვა წელია ცდილობს დაიბრუნოს წართმეული. რას დაუბრუნებენ, როცა ვინც წაართვა, ისევ იქ ზის.

ამით გაბრაზებული "მთავარის " და "ტვ პირველის" მაყურებელი გახდა.

დამირეკავდა ახალნაგვარამგაბუნიარი და აპოკალიფსურ სურათს მიხატავდა.

შეეცვალა ქცევა, ფერი, ხმა.წითლდებოდა, ყვითლდებოდა.

მოკლედ აშკარად დაავადდა.

ბევრჯერ ვუთხარი, გაანებე ამის ყურებას თავი, რამე არ დაგემართოს -მეთქი, დავცინოდი, ვეჩხუბებოდი-არ გაჭრა.

ინფარქტი დაემართა, ძლივს გადაარჩინეს, შუნტები დაადეს.

ახლაც წაუცდება ხოლმე თვალი და ყოველდღე ვაფრთხილებ.

გემახსოვრებათ კუ-ბაღლინჯოიანი ფქვილი რომ ჩამოიტანეს 90-იანებში.

მუცლები დაუხეთქა ხალხს იმ ავადმყოფი ფქვილით გამომცხვარმა პურმა.

ინფორმაცია პურია ტვინისათვის და როცა ამ ინფორმაციული კუ-ბაღლინჯოებით არის ინფიცირებული, ის ისევე იწვევს ტვინის გასიებას და გულის გახეთქვას, როგორც ფიზიკურ კუ-ბაღლინჯოიანი ფქვილი -მუცლისას.

მავნებლურია აზრი, რომ ესენი თავისით გამოსწორდებიან.

პირიქით.

შეხედეთ ახალგაზრდა ქართველ ჟურნალისტებს.

ისინი სწორედ გამოცდილ ინფორმაციულ კუ-ბაღლინჯოებზე,-გვარამიაზე, მელაძეზე, გაბუნიაზე და მათნაირებზე იღებენ სწორებას.

ინფორმაციული პურიც სულ უფრო ტოქსიური ხდება.

მათი მაყურებელი მალე კბენაზე შეიძლება გადმოვიდეს.

ნამდვილი ზომბი -აპოკალიფსის მომსწრენი ვართ, თუმცა მარტო ჩვენ არა ვართ ამ დღეში, რაც ცოტათი მამშვიდებს.“