გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ პატიმრებს აწამებდნენ

გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ პატიმრებს აწამებდნენ

„დღე არ გადის, რომ სააკაშვილის აღიარებას არ მოვუსმინო“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ განაცხადა.

„დღე არ გადის, რომ სააკაშვილის აღიარებას არ მოვუსმინო, გუშინ ვნახე მისი გამოსვალს სტუდენტებთან, სადაც ის აღიარებს, რომ ისინი აწამებდნენ პატიმრებს - აღიარებს, რომ 26 წლის ეშმაკი დანიშნა, ვისთვისაც არც დედა, არც მამა და არც სიყვარული არ არსებობს - ამ ეშმაკმა ჭაკუების და ქარდავების ხელით აწამეს ადამიანები და იღებდნენ შედეგს, რაც მათ ეგონათ, არის მომავლის საწინდარი.

ყველაზე მეტად გული მტკივა იმაზე, რაც ამერიკიდან და ევროპარლამენტიდან მესმის. მაგალითად, კუბილიუსზე წერილი დავწერე და ლიტვაში დაიბეჭდება ლიტვურ ენაზე - იქ მოვკითხავ პასუხს იმაზე, რასაც ლაპარაკობს“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. მას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე, დავით ჭაკუა, 21 დღით კარანტინში მოათავსეს.