ივანე მაჭავარიანი: ხშირად ისმის სპეკულაცია - ევროკავშირს არ უხსნით საზღვრებს? ეს არ არის კითხვა - გვინდა თუ არა ევროკავშირში ან ნატოში

ივანე მაჭავარიანი: ხშირად ისმის სპეკულაცია - ევროკავშირს არ უხსნით საზღვრებს? ეს არ არის კითხვა - გვინდა თუ არა ევროკავშირში ან ნატოში

საზღვრების გახსნაზე ოპოზიციონერების განცხადებებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სპეკულაციას უწოდებს. მინისტრი განმარტავს, რომ სიფრთხილეა საჭირო და ეს არის კლასიკური, ტექნოკრატული საკითხი ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით.

„ხშირად ისმის სპეკულაცია, მათ შორის ოპოზიციონერებისგან - ევროკავშირს არ უხსნით საზღვრებს? ეს არ არის პოლიტიკური დაპირისპირება, ეს არ არის კითხვა - გვინდა თუ არა ევროკავშირში, გვინდა თუ არა ნატოში. ეს არის კლასიკური, ტექნოკრატული შეკითხვა ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით.

აქედან გამომდინარე, ის, რომ „ევროკავშირმა გაგვიხსნა საზღვრები და თქვენ არ ხსნით“, მინიმუმ სპეკულაცია ან სისულელეა და მგონია, რომ ასეთი სულელებიც არ არიან, ამიტომ, მგონია, რომ მაინც სპეკულირებენ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.