გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, სადაც მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ტერიტორია დამწვარია.
დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ის ადვოკატმა აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილი მან პირადად დაათვალიერა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ადგილზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჯერ სრულყოფილად არ იქნებოდა ჩატარებული და შესაძლოა, საქმის გამოძიებას ხელი შეეშალოს.