ელტონ ჯონმა You Tube-ზე თავისი ძველი კონცერტებს გამოქვეყნება დაიწყო

ელტონ ჯონმა You Tube-ზე თავისი ძველი კონცერტებს გამოქვეყნება დაიწყო

ბრიტანელმა მომღერალმა ელტონ ჯონმა You Tube-ზე ძველი კონცერტების ატვირთვა დაიწყო. მუსიკოსის ოფიციალურ არხზე 6 შოუს ჩანაწერი გამოქვეყნდება, რომლებიც მან 1976-2001 წლებში გამართა.

კონცერტები კვირაში ერთხელ, 8 აგვისტოს ჩათვლით აიტვირთება, ტრანსლაციის დროს კი მსურველები ჯონის შიდსისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში თანხის გადარიცხვას შეძლებენ.

პირველი კონცერტი - 1976 წელს, ედინბურგში, თეატრში Playhouse გამართული შოუ არხზე 3 ივლისს გამოქვეყნდა.