მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურში 24 პაციენტი მკურნალობს, მათგან არც ერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

„ქვეყანაში მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულიც 2-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 108 პაციენტი მკურნალობს. ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა სატვირთო ავტომანქანების მძღოლია, ორივე შემოტანილია. ბოლო 2 კვირაზე მეტია ძირითადად სულ გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ძირითადად სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. შიდა გავრცელება ძალიან მინიმალურია და ეს დასაიმედებლია ჩვენს შემთხვევაში.

ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი უმეტესი ნაწილის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.