"ღამის 3 საათზე საწოლში მძინარეს ესროლა, სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა“ - საზარელი ტრაგედიის უახლესი დეტალები

წუხელ სურამში ქმარმა სანადირო თოფიდან გასროლით ცოლი მოკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

ოჯახის ნაცნობების თქმით, ოჯახს მატერიალური პრობლემები არ ჰქონია. ისინი ფიქრობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული 40 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან ის გადაბმით სვამდა და სხვა დროსაც შეუნიშნავთ ე.წ. "თეთრი ცხელების" ნიშნები. მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და „სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა“.

მეზობლებმა იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს ღამით, 03:00 საათისთვის გაიგეს. ქმარმა ცოლს. საწოლში ესროლა. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი „ალკოჰოლს ხშირად სვამდა“.

„მათ სამი შვილი ჰყავთ, თუმცა მკვლელობის დროს ბავშვები სახლში არ იყვნენ“, - აცხადებენ მეზობლები.